×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ახალქალაქის ცენტრალურ ელექტროქვესადგურს ელექტროენერგია ვარძიისა და ჯავახეთის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებით მიეწოდება და თითოეულს 110 კილოვატის სიმძლავრე გააჩნია. რაიონის ელექტროენერგიით დამატებით უზრუნველყოფა წუნდას ელექტროგადამცემი ხაზებით ხორციელდება, რომელთა სიმძლავრე 35 კილოვატს შეადგენს. ასევე, მისი საშუალებით ელექტროენერგია აშტოკ-ნინოწმინდასაც მიეწოდება. რაიონული მასშტაბის 10 კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზი 250 კილომეტრზე ვრცელდება, ხოლო 0.4 კილოვატის სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზები ქალაქისა და სოფლების 550 კილომეტრს მოიცავს. 

 

რაიონის გაზიფიცირებას შპს ,,ესჯიგაზ-კომპანია” ახორციელებს. მილსადენების მთლიანი სიგრძე 123 ათას მეტრს შეადგენს. დაგეგმილია დანარჩენი  სოფლების გაზიფიცირება.