×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2019-07-05 12:20:25 /

№1 სამხედრო ქალაქის ამომრჩეველები შეხვდნენ ახალქალაქის მაჟორიტარულ დეპუტატებს, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარეს ჰაკობ ჩახმახჩიანს და კარაპეტ პალოიანს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანი, შპს „ახალქალაქის სერვის-ცენტრის“ დირექტორის მოადგილე მხითარ რსტაკიანი.
ამომრჩეველებს აინტერესებდათ შემდეგი საკითხები:
1. სამხედრო ქალაქის ტერიტორიის დასუფთავება;
2. საბავშვო მოედნების მშენებლობა; 
3. მაწანწალა ძაღლების პრობლემის მოგვარება;
4. შენობების ნუმერაცია; 
5. გამხმარი ხეების მოჭრა;
ამომრჩეველებს დაჰპირდნენ, რომ სამხედრო ქალაქის ტერიტორია დასუფთავებული იქნება კვირაში ორჯერ. ბავშვთა მოედნების მშენებლობა წელს არ იყო დაგეგმილი და მომავალ წელს იქნება გათვალისწინებული. შენობების ნუმერაცია და ქუჩის უპატრონო ძაღლების პრობლემა პროცესშია და უახლოეს მომავალში მოგვარდება. გამხმარი ხეების მოჭრა რამოდენიმე დღეში დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ ყველა დეპუტატი ხშირად მართავს შეხვედრებს თავიანთ ამომრჩევლებთან.