×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2020-04-14 11:00:26 / ბიზნესმენ-ქველმოქმედი ნორირ ირიციანი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში აქცია გაჭირვებულთა დასახმარებლად გრძელდება, დღეს, რიგით მეოთხე ბიზნესმენ-ქველმოქმედმა ნორირ ირიციანმა მოამზადა 36 პაკეტი საყოფაცხოვრებო საქონელი. შეფუთვები გადაეცათ, როგორც ადრე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის მიერ მოწოდებული სიის მიხედვით. ეს შეფუთვები დღეს დარიგდა სოფლებში კუმურდო, დილისკა, ჩუნჩხა და პტენა. შეგახსენებთ, რომ ამ აქციის ორგანიზატორია „ქართული ოცნების“ შტაბი. საკრებულოს, მერიისა და „ქართული ოცნების“ ვალანტიორები ეხმარება ბიზნესმენ-ქველმოქმედებს. ხვალ, 12 აპრილს, სომეხთა სამოციქულო ეკლესია აღდგომის დღესასწაულს (აღდგომის კვირას) აღნიშნავს. უძველესი დროიდან  ტრადიციულია ამ დღეს საჩუქრების მიცემა, ერთმანეთისა და გაჭირვებულების დახმარება. ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სიკეთეს აკეთებს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება ულოცავს ყველა სომეხს აღდგომის დღესასწაულს.