×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2019-10-08 17:38:45 / დასრულდა ევროპის სპორტის კვირეული

დასრულდა ევროპის სპორტის კვირეული. ერთი კვირის განმავლობაში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ჩატარდა არაერთი სპორტული შეჯიბრი:

​• ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკაში თავისუფალი სტილით ჭიდაობის სკოლაში გაიმართა ტურნირი, სადაც მონაწილეობა მიიღეს ​ 20-75 კგ სპორტსმენი, მათ შორის საერთაშორისო ჩემპიონატების გამარჯვებულები.

• ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, საცურაო აუზში გაიმართა საცურაო ტურნირი, სადაც მონაწილეობა მიიღეს ყველა ასაკის მოცურავეებმა.

​• ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საჭადრაკო სკოლაში გაიმართა ჭადრაკის ტურნირი.

​• ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სპორტულ სკოლაში გაიმართა მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი, სადაც მონაწილეობა მიიღეს ქალაქის მე -2, მე -3, მე -4 და მე -5 საჯარო სკოლები.

• ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სპორტის სკოლაში გაიმართა კარატის სადემონსტრაციო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას მიიღეს როგორც დამწყები სპორტსმენები, ასევე ჩემპიონები, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული და საქართველოს (საერთაშორისო) სხვადასხვა ღია პირველობის გამარჯვებულები.

​• ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ​ სპორტულ სკოლში მე –2, მე –3, მე –4 და მე –5 საჯარო სკოლებს შორის გაიმართა ფრენბურთის ტურნირი.

​• ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ​ ცენტრის ხელოვნურ სტადიონზე გაიმართა საფეხბურთო ტურნირი, სადაც მონაწილეობა მიიღეს ქალაქის მე -2, მე -3, მე -4 და მე -5 საჯარო სკოლები