×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2019-11-06 14:37:32 / სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საინფორმაციო კამპანიის გახსნა

05․11․2019წ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, ეკონომიკის, ფინანსთა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლების შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ  სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი, ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, მერი იურიკ უნანიანი, მერების წარმომადგენლები სოფლებში, დეპუტატები, სახალხო დამცველისა და  სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.სახელმწიფო მინისტრმა ქალბატონმა ქეთევან ციხელაშვილმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საინფორმაციო კამპანიის გახსნის დეტალებზე ისაუბრა, რომელიც რეგიონში 6 ნოემბრიდან 15 ნოემბრამდე გრძელდება. 
მის ფარგლებში აქცენტი გაკეთდება ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორიცაა „დანერგე მომავალი“, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამები; პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, აგროკრედიტითა და აგროდაზღვევით სარგებლობის წესები და შესაძლებლობები და სხვ. თემატური შეხვედრები, არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, ჩატარდება ქართულ-სომხურ ენებზე. „მე მაქვს სურვილი და იმედი, რომ ჩვენი საერთო ძალისხმევითა და რა თქმა უნდა, მოსახლეობის მონდომებით, მივაღწევთ იმას, რომ ეს რეგიონი, ისევე როგორც სხვა რეგიონები, მაქსიმალურად იქნება ჩართული და ისარგებლებს ყველა პროგრამით, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის კეთდება. ენა ბარიერი არ უნდა იყოს. სწორედ ამას ვცდილობთ, რომ  ინფორმაცია მშობლიურ ენაზე მივცეთ და ამ ძალისხმევას მუდმვად გავაგრძელებთ.დღეს შევხვდით ადამიანებს, რომლებმაც ინფორმაცია საკუთარ სოფლებსა და თემში მოსახლეობას უნდა მიაწოდონ. მგონია, რომ მათი ინფორმირება ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრას უმნიშვნელოვანესი უწოდა და განაცხადა, რომ მოსახლეობა, სხვადასხვა სოფელში, ინფორმაციას მიიღებს ყველა იმ სერვისზე, სარგებელზე, პროგრამაზე, რასაც სახელმწიფო ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა თუ ეკონომიკის მიმართულებით სთავაზობს.