×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2019-07-25 06:02:39 / ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა მოინახულა მოასფალტებული გზების დასრულებული სამუშაოები

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი იურიკ უნანიანი და მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანი ადგილზე გაეცნენ ბორჯომი-ბაკურიანი - ახალქალაქის სახელმწიფო გზიდან სოფ. ხანდოში მიმავალი გზის აღდგენით სამუშაოებს. გზების აღსადგენად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 3.083.573 ლარი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 8600მ. გზის რეაბილიტაცია. ხელშეკრულების თანახმად სამუშაოები უნდა განახორციელოს შპს “არალმა“ 2.654.956 ლარის ფარგლებში. შპს „არალმა“ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო 2018 წლის 20 ნოემბრიდან და დასრულდება მიმდინარე წლის 20 ნოემბერს. ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის სახელმწიფო გზა სოფელი ორჯის გავლით მიდის სოფ. ხანდომდე, აქედან გამომდინარე აღნიშნული გზით სარგებლობა შეუძლიათ სოფ. ვარევანის, სოფ. ალასტანის, სოფ. აზარვეთისა და სოფელ გოკიოს მოსახლეობას. 
ასევე დაათვალიერეს უკვე მოასფალტებული არაგვა - ზაკვი - ბუღაშენის გზის მონაკვეთები (სამუშაოებს ასევე ახორციელებს შპს "არალი" ), აღნიშნული სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2019 წლის 30 ივლისს, რომელიც დასრულდა დროულად. მიმდინარეობს გზისპირა ბილიკის სარეაბილიტაციო სამუშაოები.