×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2019-11-07 16:37:53 / ღია შეხვედრები მოსახლეობასთან

დღეს, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი, მუნიციპალიტეტის მერი იურიკ უნანიანი, მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი და მოადგილე ჯუმბერ ლომსაძე, მერიისა და საკრებულოს სხვადასხვა თანამშრომლები, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში ალასტანში, კოთელიაში, არაგოვაში მოსახლეობას შეხვდნენ.
პროექტის „ღია დიალოგი“ - ს რეჟიმში რამდენიმე პრობლემური საკითხი გამოიკვეთა, მათ შორის, გაზიფიცირება და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
როგორც აღინიშნა, მოსახლეობასთან შეხვედრების მთავარი მიზანი სწორედ არსებული პრობლემების გამოვლენა და მათზე დროული რეაგირებაა.
სამთავრობო გუნდის წევრებმა ადგილობრივ მოსახლეობას მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ გააცნეს ინფორმაცია.