×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2019-09-13 06:55:24 / ჯავახეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის განახლება და შესაბამისი საოპერაციო გეგმის შემუშავება

ა/წლის 12 სექტემბერს გაიმართა ჯავახეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის განახლებისა და შესაბამისი საოპერაციო გეგმის შემუშავების პირველი სამუშაო შეხვედრა „ჯავახეთის დაცული ტერიტორიების“ ოფისში.

შეხვედრას ესწრებოდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი და საკრებულოს წევრები, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები, ორივე მუნიციპალიტეტის რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

განსახილველი ძირითადი თემები იყო:

• საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის შემუშავების პროცესის მიმოხილვა;

• დაინტერესებული მხარის განსაზღვრა;

• დაცული ტერიტორიების ზონირება.

შეხვედრაზე განიხილეს ტურიზმის განვითარებასა და დაცული ტერიტორიების განვითარებასთან დაკავშირებული მრავალი საკითხი. მონაწილეთა აქტიური მონაწილეობა იმის მაჩვენებელია, რომ განსახილველი თემა მნიშვნელოვანი და მოთხოვნადია ჩვენი რეგიონისთვის. სასურველია, რომ დაინტერესებული მხარეთა მონაწილეობა ჯავახეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტში იყოს ეფექტური, ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა კი უფრო მჭიდრო. შეხვედრა შთააგონებს დადებით იმედებს ჩვენი რეგიონის შემდგომი განვითარებისთვის.