×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2019-07-23 06:48:49 / მოსახლეობის საჩივარი საერთო თუალეტის უმოქმედობის შესახებ და სამშენებლო ნარჩენების ქუჩაში დაყრის შესახებ

ქ. ახალქალაქის მაცხოვრებლები ჩივიან მასზედ, რომ ქალაქში არ მოქმედებს საერთო ტუალეტი.

მოვისმინეთ, რა მრავალი საჩივარი და მოთხოვნები მოხუცებისაგან, რომლებიც დროს ატარებენ ქალაქის ცენტრალურ პარკში, ახალგაზრდებისაგან, რომლებსაც თამაშობენ სპორტულ მოედანზე საერთო ტუალეტთან ახლოს და ბავშვების მშობლებისაგან რომლებსაც უწევთ თამაში საბავშვო მოედანზე პარკში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ითხოვს მერიის შესაბამისი სამსახურებისაგან მიაქციონ ყურადღება ახალქალაქის საერთო ტუალეტს, რომელიც არ ფუნქციონირებს გახსნის დღიდან, მოსახლეობა ჩივის იმაზე, რომ არასდროს უსარგებლიათ საერთო ტუალეტით, რადგან ყოველთვის დაკეტილია. ამასთან ერთად ტუალეტი სავალალო მდგომარეობაშია ჩაბინძურებულია და დამსხვრეულია ინვენტარი.

ახლო მომავალში უნდა ჩატარდეს ახალქალაქობა და კარგი იქნება, თუ მოესწრება ამ დროისათვის საერთო ტუალეტის აღდგენა, ვინაიდან სხვა ქალაქებიდან იქნებიან ბევრი სტუმრები.

ასევე მოსახლეობა ჩივის მასზედ, რომ ქალაქში ვისაც როგორ უნდა ქუჩაში აგროვებს სამშენებლო ნარჩენებს, რაც ხელს უშლის ტრანსპორტის-ფეხით მოსიარულეთა მოძრაობას და ქალაქს უკარგავს სახეს. მოსახლეობა მოითხოვს მიექცეს ყურადღება მშენებარე ობიექტებს, რათა იყვნენ სათანადოდ შეღობილი როგორც წესი და კანონი მოითხოვს, ყველა სამშენებლო ნორმების დაცვით, ამ ყველაფერს ვინ უნდა მიაქციოს ყურადღება?