×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2021-04-16 07:46:47 /

კარტოფილის რეალიზაციის ბაზრის ნაკლებობა ისევ პრობლემაა
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, დეპუტატები, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი რამაზ გოგოლაძე, მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ პრობლემებზე.
დღეს ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ორი ურთულესი პრობლემის წინაშე დგას, ეს არის პრობლემები, რომლებიც უკავშირდება COVID-19 ეპიდემიასა და კარტოფილის რეალიზაციის ბაზრის ნაკლებობას.
COVID-19 ეპიდემიის დროს, ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვარგარეთ არ წავიდა სამუშაოდ, სოფლის მეურნეობით დაკავებული, დამუშავებულია დაახლოებით 11000 ჰექტარი მიწა და საკმაოდ კარგი კარტოფილის მოსავალია მიღებული. დღეის მდგომარეობით, მოსავლის თითქმის ნახევარი (მსხვილი კარტოფილი - დაახლოებით 30,000 ტონა, წვრილი კარტოფილი/სათესლე/ - დაახლოებით 18,000 ტონა) არ არის გაყიდული, ხოლო მის გასაყიდად დარჩენილია დაახლოებით ერთი თვე. ფერმერების გადმოცემით, კარტოფილის მოსავლის გაყიდვის საკითხი გადაუჭრელი რჩება. COVID-19 ეპიდემიის პირობებში ყველგან ეკონომიკური კრიზისია, კარტოფილის გაყიდვა სოფლის მოსახლეობის ერთადერთი შემოსავლის წყაროა. ამავე დროს, აღინიშნა, რომ კარტოფილის თვითღირებულება მერყეობს 25-37 თეთრის საზღვრებში (ფერმერები და ინდივიდუალური სოფლის მეურნეები), ხოლო ამჟამად საბაზრო ღირებულებაა მსხვილი კარტოფილი - 40-50 თეთრი, წვრილი - დაახლოებით 25 თეთრი.
რამაზ გოგოლაძემ წარმოადგინა მათ მიერ გაწეული სამუშაოები და ახალი პროგრამები. შეგვატყობინა, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით 13 ექსპორტიორია დაკავებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტით.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო მოამზადებს წერილს აღნიშნულ საკითხებზე სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს, თხოვნით, მათი კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში დაეხმაროს ჩვენი სოფლელების ურთულესი პრობლემის მოგვარებაში.