×

შრიფტის ზომა

სტრიქონებს შორის მანძილი

კონტრასტი

ამბები

2021-04-16 07:50:54 /

7 აპრილს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს თავმჯდომრის, ნაირი ირიციანის ინიციატივით, გაიმართა შეხვედრა შპს „აის“-ის ახალქალაქის ჰესი -1 და ახალქალაქის ჰესი -2-ის პროექტის მენეჯერ ლაშა მგელაძესთან და გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერ ნინო თევდორაშვილთან, რომელსაც აგრეთვე ესწრებოდნენ მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანი, მერიის წარმომადგენლები, ახალქალაქის სერვის-ცენტრის წარმომადგენელი აღვან აბაჯიანი და საკრებულოს დეპუტატები. შეხვედრაზე განიხილეს მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი-ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის შედეგად წამოჭრილი პრობლემური საკითხები, კერძოდ, ხეების მოჭრა, ტალახიანი გზები, მშენებლობის შედეგად დაზიანებული და გაუვალი გზები და ა.შ.
საკრებულოს თავმჯდომრის წინადადებით, რადგან ყოველწლიურად აპრილში მუნიციპალიტეტში გამწვანების მიზნით ტარდება ხეეის დარგვა, წელსაც, დაგეგმილ ადგილებში ერთობლივი გამწვანების ჩასატარებლად, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რაოდენობას დაემატოს 200 ფიჭვის, 20 ნაძვის ხისა და 50 ე.წ. სამოთხის ფიჭვის /ტუა/ნერგები.
ჰესების წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ მშენებლობით გამოწვეული ყველა პრობლემა მოგვარებული იქნება დროულად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება დროულად შესრულდება, მშენებლობით დაზიანებული ხეების ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ხელახალი გამწვანება, რომელიც მალე დაიწყება . გარდა ამისა, ისინი უზრუნველყოფენ ზემოხსენებული დამატებითი ნერგების ჩამოტანას ერთობლივი გამწვანების მიზნით.
შეხვედრამ ჩაიარა თბილ, მეგობრულ ატმოსფეროში.